Wigni Tu Kompiuteri?!
wignebi !wignebi ! wignebi !
mgoni sakmaod saintereso temaa da salaparakoc bevria ...
dametanxmebit rom wignebis kitxva dzalian sainteresoa ...
magram rac dro gaavida axalgazrdoba wignebis kitxvas gadaechvia... rac dzalian cudia
isini kompiuterebtan arian mijachulebi da iqidan ar dgebian ... daprogramebulebi arian ....
wignis kitxva ki saertod agar undat ...
wigni tu kompiuteri?
saintereso kitxvaa...
ratqmaunda wigni. kompiutertan 2-3 saatit rom dajde tvalebi agtkivdeba da wva dagewyeba ..
tanac dzalian didi gamosxiveba modis
martalia nebismieri informaciis mowodeba sheudzlia magram wigns mainc ver shecvlis !!!
tanac tanamedrove wignebi dzalian sainteresoa .
dzalian bevri mwerali arsebobs romelic mshvenivrad wers
magalitad chemi sayvareli mweralia Aka Morchiladzea (Giorgi Axvlediani)
dzalian momwons akas shexedulebebi tanamedrove samyaroze
igi wers dzalian gasagebi enit...
aseve dzalian nichieri mweralia lasha bugadze...
dzalian aqeben mis "bolo zars"..
magram me mainc akas vamjobineb...
chemi sayvareli wignia "maid in tiflis" aka morchiladzis da dzalian sainteresoa
aseve momwons misi " dzveli gulebisa da xmlisa" romelic dzveli drois saqartvelozea
sakmaod popularulia misi nawarmoebi "qagaldis tyvia" romelzec serialic ki gadaiges ...
gadavwyvite akaze da 'qagaldis tyviaze' rame momedziebina da shevdzeli kidec :თანამედროვე სამყაროში ყველაფერი დაჩქარებულია. მკითხველს იმდენი დრო აღარ აქვს, რომ ვრცელი ფილოსოფიური რომანები იკითხოს, ამიტომ წიგნებს ძირითადად მგზავრობის დროს, ან ძილის წინ თუ გადაფურცლავს. მწერლებიც, უკვე კარგა ხანია, რაც პრობლემებზე ხანგრძლივ მსჯელობას გაურბიან. წერენ იმას, რასაც ხედავენ; წერენ იმაზე, ვისაც იცნობენ და წერენ ისევე, როგორც ლაპარაკობენ. ასეთი რომანები ორ-სამ თვეში ერთხელ იწერება და სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ ლიტერატურულ ჰამბურგერებს ჰგავს, სადაც ყველა ინგრედიენტი ნაცნობი და ახლობელია და მთელი საიდუმლო მხოლოდ მათ ოსტატურად შეზავებაშია. სწორედ ამის გამო ზოგიერთი ავტორი თავის ტექსტებში ხშირად ლიტერატურულ პერსონაჟად გარკვეული საქციელისა თუ მდგომარეობის აღმნიშვნელ “მოდელებს”, თუ გნებავთ “ტიკინებს” იყენებს, რომელთა ხასიათებიც იმთავითვე განსაზღვრულია და რომელთაც ნაწარმოებში შესაფერის დროსა და ადგილზე მოიშველიებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი კატეგორიის მკითხველთან აპირებს ესა თუ ის მწერალი ურთიერთობის დამყარებას.
აკა მორჩილაძეს აქამდე კარგი რომანებით რომ არ გავენებივრებინეთ, ალბათ “ქაღალდის ტყვიაც” შეუმჩნეველი დაგვრჩებოდა, რადგან ისიც ზემოთ აღნიშნულ ნაწარმოებთა რიგს განეკუთვნება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მწერალს ჩვეული ოსტატობა დაუკარგავს. მისი აბსტრაქტული თხრობის მანერა იმ ყოველდღიურ ცხოვრებას გვიხატავს, სადაც სიკვდილთან დახუჭობანას თამაში თავად სიცოცხლისაგან გაქცევას ენაცვლება. სადაც ბავშვობაზე ფიქრი ბატონობს და სადაც ცხოვრება იმ ძაფების ფრთხილი გადარჩევაა, რომლითაც ადამიანები ერთმანეთზე არიან გადაბმულნი. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ნუთუ კარგი რომანისთვის ეს საკმარისია?
რაზეა ეს რომანი?
ლოთ და მექალთანე პოეტზე, რომლის ლექსებსაც სამშობლოში არ იცნობენ, სამაგიეროდ უცხოეთში აფასებენ. ბავშვობიდანვე ერთად შეზრდილ “კეთილშობილ” ყაჩაღებზე, ასე ვთქვათ, ერთგვარი “ერთხელ საქართველოში” (ეს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ახალი არქითემაა). ლამაზ და სულელ ქალბატონებზე, რომელთა გამოც მამაკაცებს კონფლიქტი მოსდით. სასულიერო პირ - მამა ონოსიფორეზე, რომელსაც ამ ნაწარმოებში რეალურად არანაირი ფუნქციაც არ აკისრია. სამაგიეროდ, ყველანაირ გამოუვალ მდგომარეობას აწონასწორებს სადღაც სტამბულში მყოფი, რომანის “deus ex machina”- ყოვლისშემძლე ემიგრანტი ახმედ კაია, რომლის სახელიც პირდაპირ კავშირშია პერსონაჟებისადმი ავტორის დამოკიდებულებასთან.
დიახ, ისინი ყველანი ავტორის ნებით “კაი ბიჭები” არიან და კაიბიჭური ცნობიერებით, დაუნდობლობით, თუ სამყაროსადმი ერთნაირი ემოციური დამოკიდებულებით ცხოვრობენ. თანაც ისე, რომ შანელის პომადის გამო კაცის მოკვლაზე უკან არ დაიხევენ. მსოფლიო ლიტერატურა კონფლიქტის გამოწვევის გაცილებით უფრო აბსურდულ და ტრაგიკულ მიზეზსაც იცნობს, მაგალითად: რომელი მხრიდან უნდა გატყდეს კვერცხი - მსხვილი თუ წვრილი ბოლოდან. მაგრამ ამას თავი დავანებოთ თუგინდ იმიტომ, რომ იმ რომანში ეს ისტორია ჩვეულებრივი პარაბოლაა, რომლის საშუალებითაც ავტორმა კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის გამოწვეული კონფლიქტი გააშარჟა. “ქაღალდის ტყვიაში” ატეხილი პერიპეტიები კი შეკრულ წრეში ტრიალებს, იგი მხოლოდ “კაი ბიჭების” სივრცეში წარმოქმნილი და იქვე დასრულებული პრობლემაა და მისი განზოგადება ხელოვნურ და ნაძალადევ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ მკითხველი არჩევანის წინაშე დგას: ან თამაშის წესებს უნდა დამორჩილდეს და ავტორის მიერ შემოთავაზებული სამყარო მიიღოს, ან წიგნი გვერდზე გადადოს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც წაკითხული თვალით ნანახს ბევრად სჯობს.
მართალია, მინი-რომანის ყოველი ეპიზოდი შულოდან ძაფის ამოხვევასა და ერთმანეთისაგან განცალკევებას ჰგავს და ამგვარი ხერხით მკითხველსაც თავშესაქცევ გამოცანას სთავაზობს, მაგრამ მეჩვენება, რომ ძაფის თითოეული გადაბლანდვით ავტორს ყველაზე მთავარი რამ დავიწყებია: სათქმელი, რომელიც ამ ბოლო დროს ლიტერატურულ ბაზარზე ძალიან ძნელი საშოვნელი გახდა.